Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Myspace button
Delicious button
Digg button
rss
twitter
  •  

სწრაფი კვება, იგივე “Fast Food”

| Posted in კრიტიკის გვერდი, სასარგებლო |

9


პატარა პოსტი მინდა სწრაფ კვებასაც მივუძღვნა, რომელიც ასე მჭიდროდ იკიდებს ფეხს ჩვენს ცხოვრებაში… და თუ არ გვინდა რითმს ჩამოვრჩეთ, მაშინ ეს პრობლემა არ იქნება ჩვენთვის უცხო…
რა თქმა უნდა, სწრაფი კვება საშინელებაა…
რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, მთლად ისე ვერ ვართ, როგორც სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ ჯერჯერობით განუვითარებლებად ვითვლებით, მაგრამ ნელა ნელა ამაშიც ვეწევით დანარჩენ მსოფლიოს : )
სწრაფ კვებას ვერც აღმოფხვრი და არც უნდა აღმოფხვრა, რადგან მაგარი ბიზნესია, და მისი შეჩერება – ეკონომიკისთვის დიდი და აუნაზღაურებელი ზარალის მიყენებაა…
მაგრამ საქართველოში ფეხი მოიკიდა “შაურმების კულტურამ”. ფაქტობრივად, ახალ თაობას, “შაურმების თაობა” შეიძლება ვუწოდოთ…

რაც თვალშისაცემია, არის ის, რომ მაკდონალდსი, დღესდღეობით, ქართველებისთვის ფუფუნების საგანია. ანუ ის, რაც უცხოეთში ძალიან იაფია, და ხელსაყრელია, აქ ფუფუნების საგანია…

მაკდონალდს, ჩვენთან, ორი ლულა გამოუჩნდა კონკურენტად, და მე თუ მკითხავთ, საკმაოდ კარგ კონკურენციასაც უწევს. ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. ერთი, რომ შედარებით იაფია. მეორე, რომ ქართული სამზარეულოდან რამდენიმე კერძი შედის მის მენიუში (რაც ქართველისთვის ფსიქოლოგიურად დიდი ზეგავლენის მატარებელია) და ბოლო, უფრო მეტი ფილიალია გახსნილი, ანუ ბევრგანაა ორი ლულა…

მაგრამ სახლში ჭამას რა სჯობს? : ) არც არაფერი.. ჰოდა თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, თავი შეიკავეთ მსგავსი ნაგვის ჭამისაგან… რადგან დღითიდღე შეატყობთ, როგორ იზრდება თქვენი მუცელი, და ასაკთან ერთად, ბევრ პრობლემასაც გაიჩენთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულს…

ერთ კარგ ბიგ თეისთის თავისი კარტოფილით და ნაგეტსებით რა სჯობს, მაგრამ მერე აღმოაჩენთ, რომ თურმე სჯობს, თუნდაც ერთი თეფში წიწიბურა : )

ცოტა რამ იოგას შესახებ…

| Posted in ეს საინტერესოა ! |

9

ჰო… რატომღაც მგონია, რომ იოგა საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. ამ ის ძირითადი მიზეზი, ჩემი აზრით, მის შესახებ მწირი ინფორმატიულობაა… ამ პოსტში (რომლის მიზანიც იოგას ცოტათი მაინც პოპულარიზაციაა) მე გამოვიყენე მასალები ვიკიპედიიდან და საკუთარი გამოცდილებიდან (რომელიც სამწუხაროდ  ასევე ძალიან მწირია).

იოგა ინდური კულტურის ნაყოფია და იგი ბუდიზმისა და ინდუიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. მისი მთავარი იდეა არის ადამიანის გასხივოსნება ანუ თეოზისი. იოგა, როგორც ასეთი, არის სულიერი და ფიზიკური სავარჯიშოების ერთობლიობა, რომლის მთავარი ზნეობრივი იდეალი  - ადამიანის თვითრეალიზაციაა.

რაც შეეხება მის ეტიმოლოგიას, სანსკრიტზე იგი “გაერთიანებას”, “კავშირის აღდგენას” ნიშნავს, მაგრამ მისი ფუძე “იოჯ” ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და “ვარჯიშს” და “განსწავლასაც” ნიშნავს…

იოგას წარმოშობის და მისი ისტორიის შესახებ აქ არ მოვყვები, რადგან ბევრისთვის უინტერესო იქნება.

უბრალოდ იოგას სისტემაზე მსურს ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ.

იოგას კლასიკური სისტემა 8 ძირითადი საფეხურისაგან შედგება: იამა, ნიიამა, ასანა,პრანაიამა, პრატიაჰარა, დჰარანა,დჰიანა, სამადჰი. ამათაგან თითოეულს  გააჩნია საკუთარი ქვედონე. ამ 8 ძირითადი საფეხურის გავლა აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს მაღალ დონეზე დაეუფლოს ამ ხელოვნებას.

ყოველი საფეხური  მოიცავს სულიერი თუ მორალური წესების დაცვის აუცილებლობას.

იამა- ეს არის იოგას მიმდევარის თავისებური ეთიკა. თუმცა, იამა არა უბრალოდ ”ქცევის წესები” და ”თავის დაჭერის ნორმებია”, არამედ მძლავრ ფსიქიკურ ენერგიებთან ურთიერთობისას საჭირო ერთგვარი უსაფრთების მექანიზმია.

იამა 5 ძირითად საფეხურს მოიცავს:

აჰიმსა – არ ავნო;

სატია – სიმართლე, სიმართლის დაცვა, სიცრუისაგან განრიდება;

ასტეია – არ იქურდო;

ბრაჰმა-ჩარია – სქესობრივი ცხოვრებისაგან თავშეკავება, სხვა განმარტებით, მოძღვრის პატივისცემა.

და 6 დამატებითი საფეხური:

კარუნა – თანაგრძნობის პრინციპი;

აბჰაია – უსაფრთხოება;

აკროდჰა – მძვინვარებისაგან განყენება;

მაიტრი – კეთილგანწყობა;

ატმიატა – ერთობის პრინციპი;

მუდიტა – აღტაცების პრინციპი.

ნიიამა- არის არა თვისებები, რომელიც უნდა განავითაროს იოგინმა, არამედ თავისებური გზაა, სათნოებები, რომელთაც ის თანდათანოიბით ეუფლება.

ნიიამა მოიცავს 5 ძირითად საფეხურს:

შაუჩა – სისუფთავე, სიწმინდე;

სანტოშა – კმაყოფილება;

ტაპასია – თვითშეზღუდვა;

სვადჰაია – საკუთარი თავის შესწავლა, თვითშესწავლა;

იშვარა პრატიახარა – ღმერთის, პირადი იშვარას თაყვანცემა.

და ზოგი წყაროს მიხედვით, 7 დამატებით საფეხურს:

სამუმანასია – კეთილმოსურნეობა;

მან-დჰატარ – დაკვირვებულობა;

ნირაგა – ვნებათაგან განყენება;

ავაშა – დამოუკიდებლობა, სხვაზე ნებისმიერი სახის დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება;

მანტრა-ვიდ – მანტრების ცოდნა;

დამსანავატ – ზეძალის ფლობა;

ნიშპრატიდვანდა – მტრის, მოწინააღმდეგის, მოქიშპეს არყოლა.

ასანა-სხეულის სტატიკური მდგომარეობა. ასანა იოგის ერთ-ერთი ძირითადი საფეხურია. მედიტირება შეუძლბელია მაშინ, როცა სხეული მოუხერხებელ მდგომარეობაშია და ძნელდება აზრის მოკრება. ასანებში გავარჯიშება სასარგებლოა ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოოლოგიური სიჯანსაღისათვისაც.

პრანაიამა – სუნთქვის კონტროლი. პატანჯალის თქმით, პრანაიამაზე გადასვლა მხოლოდ მაშინ შეიძება, როცა ასანები საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. ვივეკანანდას განმარტებით, სუნთქვაზე კონტროლით იწყება კოსმოსური ენერგიის, პრანას ათვისება.

პრატიაჰარა – განყენება და გრძნობათა კონტროლი, საგნებიდან გრძობათა მოწყვეტა, შეგრძნებათა თავის თავში მჩაბრუნება.

დჰარანა – კონცენტრაცია. ამ საფეხურზე გონება სრულ კონცენტრირებას ახდენს ერთ ნივთზე, აზრზე ან შეიძლება ღმერთზე.

დჰიანა – მედიტაცია. როცა იოგას მიმდევარი დაეუფლება სრულ და ღრმა კონცენტრაციას, მას შეუძლია დაინთქას მედიტაციაში, რაც თავის მხრივ, შემდეგი საფეხურის კარს ხსნის.

სამადჰი – ეს არის იოგას კულმინაცია, ცნობიერების უმაღლესი საფეხური, სამყაროსთან მიმართებისა და სამყაროს შემეცნების პრინციპულად განსხვავებული ფორმა.

ხოლო რაც შეეხება იოგას სკოლებს და მიმდინარეობებს, ამაზე მოკლედ:

კლასიკური იოგა, ანუ პატანჯალის იოგა, სინონიმებია ”რვასაფეხურიანი იოგა” და ”აშტანგა იოგა”;

ჯნანა-იოგა- შემეცნების იოგა. მისით ნათელი ხდება, რომ შემეცნება, შემმეცნე და სამეცნავი ერთიდაიგივეა;

კარმა-იოგა – მოქმედების შედეგთა იოგა;

კრიია-იოგა – მოქმედების იოგა;

კუნდალინი იოგა- ადამიანის ორგანიზმში მთვლემარე ძალთა გაღვიძებისა და მართვის იოგა;

ლაია-იოგა- ახლოს დგას კუნდალინი იოგასთან. მისი ამოსავალი ასევე არის სპეციფიური ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიების გაღვიძება;

რაჯა-იოგა- ყველა ადამიანურ შეგრძნებაზე, ფსიქიკაზე, ფიზიოლოგიაზე, ასევე მთელ სამყაროზე გაბატონების იოგა;

საჰაჯა-იოგა-მედიტაციური პრაქტიკაა, რისი საშუალებითაც ადამიანის ევოლუციური და სახეობრივი ამაღლება ხორციელდება;

ხატჰა-იოგა – სხეულის ვარჯიშის და გაჯანსაღების იოგა;

ტანტრა – ტანტრები ძველ ინდური ტექსტებია, სადაც გადმოცემულია თავისებური მაგიური რიტუალები.

ფიტნეს-იოგა-თანამედროვე დასავლეთში მოდებული გამაჯანსაღებელი იოგა.

მგონი უპრიანი იქნება თუ დაიწყებთ ამ მეცნიერების შესწავლას. იგი შეგძენთ ბევრ რამეს, დაწყებული ფიზიკურიდან, დამთავრებული სულიერი სიჯანსაღმდე.

გაიცანით ზებულონი !

| Posted in ბიბლიოთეკა / ლიტერატურა |

4

დღეს მსურს ჯემალ ქარჩხაძის “ზებულონზე” გესაუბროთ…
არ ვიცი საიდან დავიწყო… მაგრამ დავიწყებ საუბარს და იდეებიც ალბათ მოვა…

“ზებულონი” ისტორიული რომანია… მისი მთავარი პერსონაჟი, ალბათ მიხვდით, რომ ზებულონია.
ძალიან რთულია ზუსტად დაახასიათო ეს მართლაც რომ ტრაგიკული გმირი…
ზებულონმა ცხოვრება შურისძიებით დაიწყო, რამაც საბოლოოდ შეცვალა მისი მომავალი და მისი პიროვნება… იგი სასწავლებლად უნდა მიბარებოდა იოველ ბატონიშვილს, მაგრამ მამის მკვლელობის გამო, მან შური იძია დაროაშვილების ოჯახზე და საზარელად მოკლა ისინი…
ზებულონი ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო სხვებიდაგან, როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათით…
როცა მოახლოვებული იყო ის სანატრელი დღე, როცა სასწავლებლად უნდა წასულიყო, მაშინ მოხდა ტრაგედია, მაშინ დაუშვა პირველი და საბედისწერო შეცდომა ზებულონმა, რამაც შემდეგ მთელი მისი მომავალი ცხოვრება შეცვალა… ეს შეცდომა მას მთელი ცხოვრების მანძილზე სტანჯავს, თუმცა მომავალშიც არაერთი საბედისწერო შეცდომა დაუშვა…

შურისძიების შემდეგ, ვეღარ გაჩერდება წყაროსთვალში, მის მშობლიურ სოფელში, და გზას გაუდგება… შეხვდება მანუჩარ ბატონიშვილს და ბექა ამილახვარს, და ეს დღე საბოლოოდ განსაზღვრავს ზებულონის დარჩენილ ცხოვრებას. მას თავიდანვე შეატყობენ, რომ არაადამიანური ძალის პატრონია, და ჯარში აიყვანენ. დროთა განმავლობაში კი ზებულონი ისეთ სახელს მოიხვეჭს ბრძოლებში, რომ შეგირდების აღზრდასაც ავალებენ…

ნაწარმოების შინაარსზე არ მსურს საუბარი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ცოტა შევყევი მის თხრობას.

ზებულონის მეორე შეცდომა ნესტანი იყო. ნესტანი თავადიშვილია და ისე მოხდება, რომ ზებულონს მის მამულში მოუწევს ცხოვრება. და ნესტანი ზებულონის ხელში გაიზრდება…
ზებულონი ებრძვის საკუთარ თავს, მაგრამ მაინც შეუყვარდება ნესტანი…
მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იგი ნესტანს იმედებს გაუცრუებს…

ნაწარმოებში დასმულია ისეთი კითხვები, როგორიცაა ადამიანის თვითგამორკვევა (დავით გურამიშვილი), სწავლისა და შრომის ომი (ილია) და ა.შ.

“ზებულონში” ორი იდეაა ერთმანეთს დაპირისპირებული. კათალიკოსისა: „განა მართლაც ნადირად დაიბადე, რომ ქვეყანა შენს პატარა, დუხჭირ ცხოვრებას ანაცვალო“ და ზებულონისა: „ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!“

აქ, ჩემი აზრით, არასწორადაა დასმული სახელმწიფოებრიობისა და პიროვნების თავისუფლების საკითხები. ჩემი აზრით, ერთი მეორეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს…

ზებულონს სურდა ნესტანი ჰყვარებოდა, და მასთან ერთად ეცხოვრა. მაგრამ ეს ქართლის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ნესტანი ისკანდერ-ხანის საცოლე იყო, და მისი ვერ შერთვის შემთხვევაში, ქართლს ააოხრებდა…

მაგრამ აქვე ისმის მეორე საკითხი, ადამიანური ტკივილი: რატომ არ ჰქონდა ზებულონს ისმი უფლება, რომ ისე ეცხოვრა, როგორც მას სურდა???

ზებულონი დარჩენილი ცხოვრება იტანჯება… იგი მართალია ქვეყნის სამსახურშია, დარდს ამით იქარწყლებს, მაგრამ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა! მას მოუსპეს არჩევანის უფლება…
როცა სწავლა უნდა დაეწყო, მაინცდამაინც მაშინ მოკლეს მამამისი. როცა ნესტანი უნდა ჰყვარებოდა, მაშინ არ შეიძლებოდა მისი სიყვარული.
მაგრამ აქვე ჩნდება ზებულონის პიროვნული სისუსტეებიც.
მას შეეძლო შური არ ეძია და სწავლა დაეწყო… და მეორე შემთხვევაში, მას შეეძლო აქამდე არ მიეყვანა საქმე და ან მანამდე შეერთო ცოლად ნესტანი, ან საერთოდ არ მიეცა მისთვის იმედი…

მოკლედ, ძალიან ტრაგიკული პერსონაჟია ჩვენი ზებულონი…

ნაწარმოებში, ჩემი რჩეული გმირია ბექა ამილახვარი, რომელიც ზებულონზე დიდი კაცია, ჩემი აზრით… მან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საყვარელ ადამიანებს და მთელ საქართველოს თავი შეაძულა… ცოლიც არ შეირთო… და ბოლოს საკუთარი ფეხით ეახლა შაჰს ირანში (იცოდა, რაც ელოდა) , სადაც მოკლეს….

იგი იყო ძალიან გონიერი, უდიდესი პატრიოტი, რომელმაც ყველაფერი გვერდზე გადადო, რათა სამშობლოსთვის ბოლომდე დაუღალავად ემსახურა…

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, “ზებულონი” ის ნაწარმოებია, რომელიც უნდა წაიკითხოთ ! ! !

ჩემი უნიჭო ლექსი ბანალურ სიყვარულზე…

| Posted in სხვადასხვა |

19

Luv U…

ჰო…

რაღაც ლექსისდამაგვარი უნდა განახოთ….
აშკარად უნიჭობაა… მაგრამ მაინც…
დარწმუნებული ვარ არ მოგეწონებათ, მაგრამ ჯანდაბას… მაინც დავწერ. : )
ლექსი ეხება ბანალურ თემას, სიყვარულს : )
ბაანალუურო
სიყვარულო….
მოვდივარ !
…………………………………………………………………….
აი ისიც:
ვხედავ შენს სახეს… მესმის შენი ხმა…
და მონატრება შენი მაწვალებს…
სად ხარ? სად ხარ? სად ხარ?
მე მელანდება შენი უტკბეს ტუჩების თრთოლვა,
რომელთაც დაჰკრავს სიყვარულის მძაფრი სურნელი…
შენი შეხება პლაცებოა… მავიწყებს ირგვლივ ყველაფერს…
ნაზად გეხები… და სამყაროს ცენტრში ვექცევი…
მე არ შემრცხვება გითხრა – მიყვარხარ !
განა ათასჯერ არ მითქვამს იგი?
მე არ შემრცხვება გითხრა – მიყვარხარ !
მე შენ ვერასდროს ვერ შეგელევი…
და ვნატრობ იმ დღეს,
იმ ერთ დღეს…
როცა მე შენ,
და შენ მე,
და ჩვენ
და ჩვენ
ვიქნებით ერთნი!
და აღმოვაჩენ
რომ უკვე არსებობს მოგონებაში ამ ერთობის ამსახველი ფირი…
და მერე ვხვდები, რომ ყოველი დღე ასეთია…
სულ ეს ფირი ტრიალებს და ტრიალებს და ტრიალებს…
და ჩვენ ყოველდღე ვ-ერთ-დებით…
ჩვენ ყოველდღე გვიყვარდება ერთმანეთი…
გ.ტყეშელაშვილი

პლიუს მინუსობანა რეალურ ცხოვრებაში….

| Posted in ეს საინტერესოა !, სახალისო |

12

არ გეგონოთ ან “ადნაკლასნიკების” პლიუს-მინუსებზე ვწერდე, ან კიდევ ბლოგროლის პოსტებისაზე… არაფერიც : )

ძალიან პატარა პოსტი მინდა მივუძღვნა პლიუს-მინუსის დაუწერელ, თუ დაწერილ თუ რაც არის და როგორც არის, კანონს.

+ + = + ჩემი მეგობრის მეგობარი, ჩემი მეგობარია…
+ – = – ჩემი მეგობრის მტერი, ჩემი მტერია…
- + = – ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია…
- – = + ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია…

ჰო.. უბრალო არითმეტიკის ამ წესს, ცხოვრებაშიც ვხვდებით, როგორც ხედავთ…

მაინტერესებთ, როგორ ფიქრობთ, მართლა ასეა?


მე ბოლომდე ვერ დავეთანხმები ამგვარ განსაზღვრებებს… ჩემი მეგობრის მეგობარი თავისუფლად შეიძლება არ იყოს ჩემი მეგობარი, უფრო მეტიც, შეიძლება ჩემი მტერიც კი იყოს…
ან მტრის მტერი რატომ უნდა იყოს აუცილებლად ჩემი მეგობარი? გასაგებია, საერთო მტრის წინააღმდეგ გვაერთიანებს ინტერესი, მაგრამ ხვალ შეიძლება იგი ჩემი მტერი გახდეს… ასე რომ, არც ამას ვეთანხმები…
მეგობრის მტერი ჩემი მტერია თუ არა? ჰმმ.. აბა რა გითხრათ… მეგობრიდან გამომდინარე, შეიძლება ასეც იყოს…
მტრის მეგობარი ჩემი მტერი ან შეიძლება იყოს, ან არა…
ასე რომ, ჩემს შემთხვევაში, “არითმეტიკ-ცხოვრების” ეს წესი არ გამოდგება…
თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს დამთხვევა… არც ესაა გამორიცხული… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ეს კანონი, თუ წესი, თუ რაცაა, მტკიცდება…
აი ასე…

“Kings” – “მეფეები” (2009)

| Posted in ეს საინტერესოა !, სახალისო |

6

"Kings"

ყველა რაღაცას უყურებს : ) ზოგი “Lost”-ს, ზოგი “House M.D”-ს, ზოგი რას და ზოგიც რას…

მე ამჯერად საინტერესო სერიალს შევყევი, რომელიც უკვე “რუსთავი 2″-ზე გადის. ეს არის “მეფეები” – “Kings”.

თქვენი რა გითხრათ და მე ძალიან მომწონს და დიდი სიამოვნებით ვუყურებ.

დავითის და გოლიათის გათანამედროვებული ვარიანტია. წარმოდგენილია თანამედროვე სამეფო, თავისი შიდა თუ გარე ინტრიგებით.

ფილმის მთვარი გმირები არიან ახალგაზრდა ჯარისკაცი, დევიდ შეფარდი, მეფე სილასი, მისი შვილები, ჯეკი და მიშელი, რომელიც დევიდს უყვარს, და ასევე სილასის ცოლი – დედოფალი როუზი.

მოკლედ, ძალიან საინტერესო და ჩახლართულ ინტრიგათა მთელი ქსელია სამეფოს შიგნით გაბმული. რასაც გარეშე მტერი, გეთი ემატება, რომელთანაც მშვიდობის დამყარება სილასის პრიორიტეტია.

სამეფო ოჯახი

სილასის ტახტიდან ჩამოგდება სურთ მისი ცოლის ძმას, რომელიც ამავე დროს შეკრულია სილასის შვილთან, ჯეკთან, რომელიც სილასის მოშორების შემდეგ, მარიონეტი მეფე უნდა გახდეს. მაგრამ ვერ შეძლებენ სილასის მოშორებას…

მოკლედ, ყველაფერს ვერ მოგიყვებით  : )

ისე, საინტერესო საყურებელია… თუ დაგაინტერესებთ, ნახეთ ინტერნეტში… რამოდენიმე სერია ნახეთ და მერე “რუსთავი 2″-საც დაეწევით….

მათემატიკის საერთაშორისო დღე !

| Posted in ეს საინტერესოა !, სახალისო, სხვადასხვა |

9

www.worldmathday.com

3 მარტი არის მათემატიკის საერთაშორისო დღე. www.worldmathsday.com არის საიტი, რომელზეც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და შეეჯიბროთ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან… არანაირი სერიოზული მათემატიკა საჭირო არაა, უბრალო არითმეტიკა და სისხარტე დაგჭირდებათ გასამარჯვებლად… მე შევდივარ და ვერთობი ხოლმე ხანდახან : )

ასე რომ, ძალიან კარგია პატარებისთვის და არა მარტო პატარებისთვის.
ადვილი არ გეგონოთ გამარჯვება ! : )

თანდათან უფრო ძნელ მოწინააღმდეგეებს შეგირჩევთ Random-ი : )

გიყვარდეთ მათემატიკა !

აი ჩემი გვერდიც : )

: )

უნდა იდგეს თუ არა სტალინის ძეგლი გორში?

| Posted in კრიტიკის გვერდი |

13


ჰო… რა მინდოდა მეთქვა…
ძალიან მაინტერესებს, რატომ უნდა იდგეს იოსებ ბესარიონოვიჩის ძეგლი გორში და საერთოდ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში?!
ჩემი აზრით, ეს უბრალოდ სირცხვილია…
ვინ არის ბოლო-ბოლო სტალინი? სტალინი, რომლითაც ბევრი ამაყობს საქართველოში… რა განასხვავებდა მას ჰიტლერისგან? მე რომ მკითხოთ, არც არაფერი…
რა გაუკეთებია საქართველოსთვის? დადებითი მაქვს მხედველობაში, თორე რა უბედურებაც მოგვიტანა, მაგას დღესაც ვხედავთ…
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მისი დატოვებული ბომბებია, რომლებიც უკვე რამდენჯერ ამოქმედდნენ და კიდევ ვინ იცის როდის აფეთქდებიან…

მოკლედ, ამ ნაძირალა ადამიანის ძეგლი რატომ უნდა გვედგას?
ჩემი სურვილია, ან საერთოდ მოაშორონ, ანდაც მუზეუმში გადაიტანონ და იქ დადგან, როგორც უბრალო ექსპონატი.

ჩემი აზრით, ეს იგივეა, რომ პუტინის ძეგლი დადგა თავისუფლების მოედანზე…

ასე რომ, იმედია მალე გააქროვენ ამ უბედურებას…

წამო შევიშალოთ, როგორც პოეტები – “ანტიბიოტიკი”

| Posted in სხვადასხვა |

0

რამოდენიმე დღის წინ ე.წ. პოეზიის საღამოზე ვიყავი… აი საფინალო სცენა:

Happy Tree Friends

| Posted in სახალისო |

6

ადრე მულტფილმებზე დავპოსტე და ჩემდა სამარცხვინოდ, Happy Tree Friends გამომრჩა : )

აი ისინიც… : )
ძალიან მიყვარს ამათი მაზოხისტური და დებილი პერსონაჟები, განსაკუთრებით ეს დებილი ლოსი :D

ამათი კოლექციაც მაქვს : )

მოკლედ, სულელური პოსტია, მაგრამ ჩემთვის მაინც მხიარული :  )

მით უფრო მაშინ, როცა კოვზით ფეხის მოჭრას ვუყურებ და ბოლოს აღმოჩნდება, რომ შემთხვევით მეორე ფეხს იჭრის დებილი ლოსი… :D

Related Posts with Thumbnails